საქართველო

Მოკლედ

  • HAE ორგანიზაციის სახელი: საერთაშორისო მაე-ის საქართველოს პაციენტთა ორგანიზაცია
  • თქვენს ორგანიზაციაში წევრების რაოდენობა (2021 წლის 1 იანვარს): 60
  • თქვენს ქვეყანაში დამტკიცებული HAE მკურნალობის დასახელება:
    • ტრანექსემის მჟავა
    • ახლად გაყინული პლაზმა
    • ც1 ესთერაზას ინჰიბიტორი (შემოდის თურქეთიდან)
    • იკატიბანტი (შემოდის თურქეთიდან)
    • დანაზოლი (შემოდის სხვა ქვეყნებიდან)

გვითხარით 3 მხიარული ან საინტერესო რამ თქვენი ქვეყნის შესახებ

  • იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილია ქართული ანბანი (3 დამწერლობა)
  • საქართველო მეღვინეობის აკვანია.საქართველო აწარმოებს ღვინოს მინიმუმ 8000 წლის განმავლობაში და ითვლება სასმელის სამშობლოდ. ტრადიციული ქართული მეღვინეობის მეთოდი თიხის ჭურჭელში, რომელსაც ქვევრი ეწოდება – შეტანილია იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
  • მცხეთა და ქუთაისი, საქართველოს ორივე ყოფილი დედაქალაქი ევროპის 16 უძველეს ქალაქს შორისაა.

რა პოზიტიური ცვლილებები მოხდა HAE– ს მქონე ადამიანებისთვის თქვენს ქვეყანაში, 2012 წლიდან დღემდე?

საერთაშორისო მაე-ის საქართველოს პაციენტთა ორგანიზაცია შექმნილია 2019-წლიდან. სულ გამოვლენილია 25 მაე-ის მქონე პაციენტი, რომელთაგან აქტიური მკურნალობა და მონიტორინგი უტარდება 18-ს.

გენეტიკური გამოკვლევები უტარდება “CENTOGENE”-თან კოლაბორაციაში. დიაგნოსტიკა და მკურალობა ჯერ კიდევ არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა.

რა არის ყველაზე დიდი მიღწევა HAE– ს მქონე ადამიანებისთვის თქვენს ქვეყანაში, 2012 წლიდან დღემდე?

2020 წელს დაარსდა ანგიოედემის ცენტრი-ACARE, რომელთა სერტიფიცირებულია GA2LEN-მიერ და მომზადებულია 11 ექიმი-სპეციალიტი ამ სფეროში.

ცენტრში ხვდება ყველა ტიპის ანგიოდემის მქონე პაციენტი, რომელთა დიფერენცირება და მკურნალობა ხდება სპეციალისტების მიერ.

რა არის რესურსი, ღონისძიება ან აქტივობა, რომლის ორგანიზებითაც ყველაზე ამაყობთ HAE– ს მქონე ადამიანებისთვის თქვენს ქვეყანაში, 2012 წლიდან დღემდე?

2020 წელს შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდა დიდი  3 დღიანი კომპანია 3 ონ ლაინ კონფერენციის სახით მაე-ის დიაგნოსტიკის, მკურნალობის, მონიტორინგისა და პრევენციის შესახებ. მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ადამიანმა.

რა მხარდაჭერა / რესურსი გაქვთ გამოყენებული HAEi– სგან? რისი მიღწევაში დაგეხმარებათ HAEi?

საერთაშორისო მაე-ის -HAEi-ის ვებსაიტი, რეგიონალური და გლობალური კონფერენციები, GA2LEN ACARE ქსელი, პროფ. მარკუს მაურერი,
ბატონი მიხალ რუტკოვსკი და სხვები ძალიან გვეხმარებიან უახლესი ინფორმაციის მიღებაში, ასევე აკადემიური ცოდნის გაფართოვებასა და კლინიკური გამოცდილების გაზიარებაში.

თქვენი შემდეგი ნაბიჯი… რისი მიღწევა გსურთ HAE– ით დაავადებულთათვის თქვენს ქვეყანაში 2030 წლისთვის?

გვსურს ფართოდ ჩავერთოთ
მაე-ის კლინიკურ კვლევებში. მივაღწიოთ, რომ ქვეყანამ გამონახოს რესურსები მაე-ის მქონე პაციენტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ხელი შევუწყოთ თანამედროვე პრეპატარების დარეგისტრირებასა და შემოტანას.

წარმოდგენილის ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის შემადგენლობაში, ვმუშაობთ ცალკე საიტზე

Visit one of our HAEi Member Country

Click on the icon in the region of the country you want to know more about